saqarTvelos wyalsacavebi - jvris wyalsacavi

მდებარეობა წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°47`25` ჩ. გ. 42°01`58` ა. გ.
ფართობი 13.5 კმ²
მოცულობა 1100 კმ³
მაქსიმალური სიღრმე 226 მ
გამომდინარე მდინარე ენგური

 

წყალსაცავი დასავლეთ საქართველოში, მდებარეობს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ჯვართან. ზედაპირის ფართობი 13.5 კმ². წყლის მოცულობა 1100 მლნ. მ³. სიგრძე 30 კმ. შეიქმნა მდინარე ენგურის ჩამონადენის რეგულირებისა და ენერგეტიკული მიზნებისათვის. ჯვრის წყალსაცავი საქართველოს ყველაზე ღრმა წყალსაცავია (226 მ). შედის გალი-ჯვრის წყალსაცავების კასკადის შემადგენლობაში.